გვაშფოთებს ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა – ნიდერლანდების ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მარია ქრისტინა ვან კოლდამი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ “ოცნების” კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ პროცესით შეშფოთებულები არიან.

“გვაშფოთებს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა, რაც გამოიწვევს მთელი პერსონალის გათავისუფლებას. საჭიროა, ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები, მათ შორის თავად სახელმწიფო ინსპექტორთან. ნდობა და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – წერს ელჩი.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხეში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს
შემდეგი სტატიამიმდინარე პროცესები არ ემსახურება დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას – ჩეხეთის ელჩი ინსპექტორის სამსახურზე