გვარამიას მიმართ სამართლებრივი დევნა შერჩევითი პოლიტიკური სამართლის კლასიკური მაგალითია – კალოიანი

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ეხმაურება.
კალოიანის თმით, გვარამიას მიმართ სამართელბრივი დევნა არ არის ახალი და ეს არის შერჩევითი პოლიტიკური სამართლის კლასიკური მაგალითი.
კალოიანმა აღნიშნა, რომ ამ საქმის ჩანიშვნა იმის ერთ-ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილი არსად წასულა, სასამართლოს მანკიერი სისტემა კვლავ აქტუალურია და ის გამოიყენება როგორც პოლიტიკურ იარაღი.
”მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიმართ სამართლებრივი დევნა არ არის ახალი, ეს არის შერჩევითი პოლიტიკური სამართლის კლასიკური მაგალითი, ეს არის ზუსტად ერთ-ერთი იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი არსად წასულა, ის მანკიერი სისტემა, რაც სასამართლოშია, ისევ აქტუალურია და სასამართლო გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულ ბიძინა ესებუას კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობა მიულოცა