გვარამიას ხვალ 11:00 საათზე სასამართლოში გამოკითხავენ

ხვალ, 2 აგვისტოს, 11 საათზე დავიკითხები მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი- წერს გვარამია facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ნიკა გვარამია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. მათივე ინფორმაციით, გამოკითხვის შესახებ უწყება ნიკა გვარამიას უკვე გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები – ვაშაძე
შემდეგი სტატიაგახარია, წადი! – რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება