გვარამიამ დამაბარა მადლობა ყველას მიმართ, ვინც შემოწირულობა განახორციელა, განსაკუთრებით დავით დვალის მიმართ – ადვოკატი

პოლიტიკური პატიმრობის მე-9 დღე და ნიკა გვარამიას გზავნილები ციხის საკნიდან – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.

ადვოკატის განმარტებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელი წუხს არხის მდგომარეობაზე და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის დაარსებულ ტელევიზიას ამ მძიმე წუთებში, ფინანსურად და მორალურად გვერდში უდგას.

ნიკა გვარამიამ განსაკუთრებული მადლობა, დავით დვალსა და იმ ადამიანებს გადაუხადა, ვინც შემოწირულობა განახორციელა.

“ნიკა გვარამია არის მხნედ. უბრალოდ ძალიან დარდობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მიაჩნია, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გაყვანა, რათა მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს. მან დამაბარა მადლობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც “მთავარი არხისთვის” შემოწირულობა განახორციელა, განსაკუთრებით ბატონ დავით დვალის მიმართ, არა მხოლოდ ტრანზაქციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ასე აქტიურადაა ჩართული საქართველოში თავისუფალი სიტყვის გადარჩენის პროცესში”,- თქვა უფლებადამცველმა.

დიმიტრი საძაგლიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია თანადგომას უცხადებს გიორგი მჟავანაძეს და მიაჩნია, რომ ის არის არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლი პოლიციელების მხრიდან.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, კობახიძის მუქარა, რომელი მუხლით აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, ნამდვილად არ შეაშინებთ – ვაშაძე
შემდეგი სტატიაკიევის რეგიონში უკვე ნაპოვნია მშვიდობიანი მოქალაქეების თითქმის 1300 ცხედარი – ნებიტოვი