გვარამია: ვნახავთ როგორ ანულირდება ნაბიჯ-ბანიჯ ყველა ბრალდება

“დღევანდელი დღე არ ეხებოდა თითოეული ბრალდების განხილვას…ვნახავთ როგორ ანულირდება ნაბიჯ-ბანიჯ ყველა ბრალდება, სისულელე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ პროკურორებისგან უკონტექსტოდ, უადგილოდ” – ეს განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამიამ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

საქალაქოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავდნენ.

“თვალნათელია, გაცილებით უფრო თვალნათელი, ვიდრე წინა პროცესზე პროკურორების სრულიად პოლიტიკური განცხადებები, ჩაჩრები.​ არ ვიზიარებ მოსამართლის გადაწყვეტილებას ცხადია სატელევიზიო განცხადებების შეფასებასთან დაკავშირებით პროკურორის, ერთი-ერთი პროკურორის, მაგრამ ჩვენთვის ეს სასარგებლო იყო, პროკურორის განცხადებაც და მოსამართლის გადაწყვეტილებაც, ეს აუცილებლად აისახება ევროპის ადამიანთა სასამართლოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება პოზიციას საქმე არის აბსოლუტურად აბსურდული.​ დღევანდელი დღე არ ეხებოდა თითოეული ბრალდების განხილვას, ამასაც გავივლით ანახებს ყველა არხი დარწმუნებული ვარ, მათ შორის სამთავრობო არხებიც და ვნახავთ როგორ ანულირდება ნაბიჯ-ბანიჯ ყველა ბრალდება, სისულელე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ პროკურორებისგან უკონტექსტოდ უადგილოდ, როდესაც მათი სიტყვა არ არის მაშინც კი ბღავიან რაღაც ბოტოქსზე და ასე შემდეგ… სირცხვილია უბრალოდ, თუმცა კიდევ უფრო შერცხვებათ, როცა პროცესს წააგებენ”.- ამბობს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: იშვიათად მინახავს უფრო დიდი, გაწონასწორებული, თანმიმდევრული პოლიტიკოსი
შემდეგი სტატიადეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე – რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება