გვარამია: უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი. დაგვიდექით გვერდზე

“ძვირფასო მაყურებელო,

ჩვენ, ყველანი, განურჩევლად ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისა, გემსახურებით თქვენ. როგორც შეგვიძლია. ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე.

ახლა გვინდა გთხოვოთ თქვენ,

უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი. დაგვიდექით გვერდზე დღეს, 18:00 რუსთაველის გამზირზე. ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ფიზიკურად ვიცოცხლოთ. მნიშვნელოვანია, რათა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია, რათა კვლავ გემსახუროთ.

დღეს უმძიმესი დღეა. გთხოვთ სოლიდარობას. რუსთაველზე, 18:00”- წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიწითელი საღებავი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე- ელენე ხოშტარიას პროტესტი
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი ოპერატორის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება