“კოლიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ იქნება,რამდენი პატიმარიც არ უნდა დააგროვონ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პატიმრებს აგროვებს, თუმცა ისინი მაინც არ აპირებენ იმ მაგიდის მეორე მხარეს ჯდომას, სადაც “ დახვავებულია პოლიტპატიმრები, ჯარიმები და ნაცემი-ნაწამები ადამიანები“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არც ელენე და არც არავინ არ აპირებს თავისუფლების თხოვნას, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ამ თხოვნის საპასუხოდ მათი [ოცნების] მხრიდან უამრავი მოთხოვნა წამოვა, მათ შორის, სამშობლოს ინტერესების დათმობის.
,,ივანიშვილის ტაქტიკა არის გასაგები, რაც უფრო დიდი ხროვა ექნება სავაჭრო და ეს მარტო პატიმრები არ არის, მითუმეტეს, არა მარტო პოლიტიკოსების, ისეთი ადამიანები არიან პატიმრობაში. იმდენი ადამიანი უნდა დაახვავონ, რამდენიც დასჭირდებათ, რომ დათმობებზე წამოვიდნენ და იცით, რამდენი აქვთ დასათმობი? უამრავი. ამაზე თვლიან, რადგან ყველა სფეროში ყველაფერი მომსპარი და ძირგამომპალია. ცხადია, ვინმე ოდესმე რამეზე თუ დაელაპარაკა, ეს იქნება უზარმაზარი სია, რაც უნდა იქნეს დათმობილი და გამოსწორებული. ამ უზარმაზარ სიას ისინი უპირისპირებენ უზარმაზარ საპირწონეს, დაუსრულებელი სახელების და გვარების ნუსხით. არ გამოვა. პასუხი უნდა იყოს მკაფიო, შეწყვიტეთ ამ ნუსხის კეთება, არავინ დაგელაპარაკებათ, ვიდრე ხართ ტყვეებით მოვაჭრეები.
პოლიტიკოსები ვდგავართ მყარად, რა პასუხისმგებლობაც არ უნდა შემოიტანონ, რ პარტიებიც არ უდნა გააუქმონ, არ ვაღიარებთ და გამორიცხულია, ვაღიაროთ. არ უნდა ელენეს თავისუფლება და არც ჩვენ მოვითხოვთ, ჩვენ ვიცით ამის უკან რა დგას, ელენეს თავისუფლების თხოვნა დამთავრდება იმით, რომ იქიდან მივიღებთ მოთხოვნას, ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის და არც ელენე, არც მე , არც მიშა, არც ნიკა, ჯამში არავინ არ ღირს ამ მოთხოვნის დათმობად. არ იქნება ეს დათმობა, დროა ყველა შეეგუოს ამას და ეს არის ალიანსის მკაფიო პასუხი, – თქვა ნიკა გვარამიამ.














