თუ კობახიძეს თვითონ ექნება პატიმრობის გამოცდილება, გაითვალისწინოს თავისი პოზიცია მაშინ, – ასე პასუხობს კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია “ოცნების” ლიდერის განცხადებას ტვ პირველთან.
“რაც შეეხება პერსონალურად კობახიძის დემოკიდებულებებს, რა შემთხვევაში უნდა თავისუფლდებოდეს პატიმარი, ეს მონანიებაა თუ რაც არის, თუ თვითონ ექნება პატიმრობის გამოცდილება, გაითვალისწინოს თავისი პოზიცია მაშინ. ჩვენს პატიმრებს, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან და დაპატიმრებული არიან საკუთარ ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის გამო, ძალიან კარგად ესმით, რა არის საჭირო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, – ამბობს ნიკა გვარამია.
სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქი შიო მესამე ამ თემას ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს. სასულიერო პირები პატიმრების შეწყალების ინიციატივას მხარს უჭერენ, ხოლო ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალება მხოლოდ „აღიარების, სინანულისა და მონანიების“ შემთხვევაშია შესაძლებელი და ეს მიდგომა ეკლესიის პოზიციასთან თავსებადია.

















