21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

გვარამია: თუ მართლა 2022 წლის ამბავია და აჭარაშია მომხდარი, მაშინ პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, ვისი პირადი ანგარიშსწორებით მზია ამაღლობელი ციხეში ზის

თუ მართლა 2022 წლის ამბავია და აჭარაშია მომხდარი, მაშინ პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, ვისი პირადი ანგარიშსწორებით მზია ამაღლობელი ციხეში ზის,- წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია, რომელიც 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ სამსახურიდან კორუფციის გამო გაათავისუფლა. ბესელია ლიტვის მიერაა სანქცირებული. ბესელია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა.

გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”.

ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.

კადრების ნახვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანის პრემიერმინისტრი: შეერთებული შტატები და ირანი სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაენერგოობიექტებზე უკრაინული დრონების მუდმივი თავდასხმების გამო, რუსეთში საწვავზე შეზღუდვები შემოიღეს