გვარამია – თბილისი მთავარი მაჩვენებელია საქართველოს შედეგების

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, არხის გადაწყვეტილებით, მხოლოდ თბილისის პარტიული რეიტინგები იმის გამო გასაჯაროვდა, რომ დედაქალაქს ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს თბილისს, გაყალბების და მოსყიდვის კუთხით გაცილებით ნაკლებია ის, რაც ჩვენ ვნახეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვმუშაობდით, ბუნებრივია, ყველა მიმართულებით, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კვალიფიციური კვლევითი ორგანიზაცია IPSOS ყველაფერს შეძლებდა ისედაც… ჩვენი გადაწყვეტილება შარშანდელი მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, სიტყვა “რეფერენდუმის” სიმხურვალიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ასე… თბილისი მთავარი მაჩვენებელია საქართველოს შედეგების, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა
შემდეგი სტატიაკალაძე – ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს