გვარამია: სუს-ი იყო საავადმყოფოში და დაატრენინგა ექიმები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ, ქარელის საავადმყოფოში მომხდარის დეტალებს იხსენებს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას შემდგ რაც ოპერატორი ლევან აბლოთია ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს და იქ თავადაც ჩავიდა, კლინიკის კარი ჩაკეტეს და შიგნით არავის უშვებდნენ.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კლინიკაში ექიმებთან სუს-ი მუშაობდა:

“სრული ისტერიკით, ჯერ ხო არ შეგვიშვეს, ვაკაკუნეთ 5 წუთი, შეიძლება 10-იც. ხმაც კი არ გაგვცეს…ფანჯრიდან შევედი და ამაზე მეუბნებიან, რომ რატომ შემოხვედი კარს გაგიღებდითო. სუს-ი იყო მანამდე იქ, დაატრენინგა ექიმები როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პოლიცია შიგნით იყო და ბევრად უკეთესად იქცეოდა ვიდრე ექიმები” ამბობს ნიკა გვარამია.

გარდა ამისა, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ყვება, კლინიკის ექიმები გუშინ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ​- გარეთ რომ იდგნენ ოცნების ზონდერები ზუსტად ეგეთები იყვნენ, ოღონდ თეთრი ხალათებით – ამბობს ნიკა გვარამია.

“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს “ქართული ოცნების” შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ.

banner
წინა სტატიაშიგირჩის წევრებმა სუს-თან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს
შემდეგი სტატიანათია მეზრიშვილი: „კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობასაც – ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება. ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ.“