გვარამია: სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

„სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, დაარბიეს, გადაწვეს და დაიშალნენ, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი. თან წინასწარ ნასწავლი “არავითარი ცემა”-ს ძახილით.

ჩაფლავებული ოპერაცია ჰქვია ამას და ის მეთაურები, რომლებმაც ბათუმი გადააწვევინეს ორასკაციან შპანას, უნდა გადააყენონ. მინისტრიც, მათ შორის”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში„ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა,” – ილია ვერძაძე
შემდეგი სტატიამერაბ ღოღობერიძე აღიარებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ კამპანია მან დაიწყო