გვარამია: შემომითვალეს, უსწრაფესად დაგიჭერთო

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღეს “შეუთვალეს”, რომ სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ახალ წლამდე განახლდება.

“ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რ2-სთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშშიო. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული.

მოკლედ, აწი გინდ ელაპარაკეთ ამ ტერორისტებს და ტყვეებით მოვაჭრეებს, გინდ არა. უბრალოდ, არავინ გაბედოთ ჩემი ბედით მოლაპარაკება/ვაჭრობა! შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს. და თუ აქამდე იყო უბრალოდ ნიკა გვარამია, ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში!”. – წერს გვარამია ფეისბუქზე.

1-ლ დეკემბერს როგორც ნიკა გვარამიამ, ისე ნიკა მელიამ, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღეს შეტყობინებები, რომ სასამართლოში მათი პროცესები განახლდებოდა. მეორე დღეს, 2 დეკემბერს კი გაიგეს, რომ პროცესები, რომელთა განხილვაც მომდევნო კვირას უნდა განახლებულიყო, კვლავ გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – მესამედ რომ მისცემს ადამიანი „ქართულ ოცნებას“ ხმას, იმას ჩიპიც აქვს ჩადგმული და უბედურება სჭირს
შემდეგი სტატიაილია მეორის მიერ სასტიკად დასჯილი მეუფეები