გვარამია: სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე უარი თქვა

“ორმა ინსტიტუტმა დღეს საქართველოში, გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. და მეორე, ეს არის საქართველოს სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემის თაობაზე და რა გგონიათ, რა ქნა. ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა რომ წერებულიყო, რომ სააკაშვილი კვდება, ხომ უნდა გამოსცე განკარგულება, გადაიყვანო სამოქალაქო კლინიკაში. გამოაბრუნა ხარვეზით იმ დროს როცა ყოველი საათი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. ერთიც და მეორეც, საპატრიარქოც და სასამართლოც დღეს იქცევა იდენტურად, რასაც ჰქვია ანტიჰუმანურობა”. – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში – გიული ალასანიას მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს
შემდეგი სტატია“საპატრიარქოს წლების განმავლობაში, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე”