20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

გვარამია: საქართველო გადაქცეულია ღარიბ, დაუცველ და უპერსპექტივო ქვეყნად

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება უკრაინის და მოლოდვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად დაწყებას..

“ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონი ევროს დახმარებას აძლევს და იწყებს სასურსათო ვაჭრობის გამარტივებას სომეხი ფერმერებისთვის.
საქართველო ყველაფრის მიღმაა და გადაქცეულია ღარიბ, დაუცველ და უპერსპექტივო ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვან პროექტებზე ამბობს შეგნებულად უარს და ამით კიდევ უფრო აღრმავებს სიღარიბეს, დაუცველობას და უპერსპექტივობას.

ამ ვითარებაში ერთიან ფრონტს ქოცების წინააღმდეგ უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს, ხოლო უსუსური და სამარცხვინო ფართხალი ქოცებთან “დალაგების” და თვითგადარჩენის მიზნით, არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლა” | წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ფრაქციის თავმჯდომარე რომ იყო მდინარაძე, შეეშალა, შეცდომით გამომიგზავნა ჩემს წინააღმდეგ მომზადებული რაღაც საშინელი მესიჯი
შემდეგი სტატიაზახაროვა: სომხეთი ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის ორ სკამზე ჯდომას