გვარამია სალიას: შეგიძლიათ გვიპასუხოთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის

შეგიძლიათ გვიპასუხოთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის, გიორგი ლაფერაშვილისთვის და ა.შ, – ამ კითხვით “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სალიამ უპასუხა, რომ ნაწილისთვის ხელფასი გადახდილი აქვს, ნაწილს კი კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გამო ვერ გადაუხადა.

“არიან ადამიანები, რომელთათვისაც კომპანიაში შემქნილი ფინანსური ვითარების გამო ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ….რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაცვის ყველა თანამშრომელს მიეცა ხელფასი, დაცვის უფროსმა შვებულებაც ითხოვა და მივეცით”,- განაცხადა სალიამ.

მან ასევე გაიხსენა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის გახსნას და გუნდის იქ გადაყვანას აპირებდა.

“სექტემბერში დიდი დემარშისთვის ემზადებოდით, რომ დაგეტოვებინათ ცარიელი კედლები და დირექტორი”,- განაცხადა სალიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გვარამიამ კითხვით მიმართა, თუ “რა კავშირში იყო აღნიშნული ფაქტი ხელფასის გაუცემლობასთან”.

“ეს ხალხი მოიაზრებოდა იმ გუნდის ნაწილად, ვისთანაც ტელევიზია უნდა გაგეკეთებინათ და “რუსთავი 2″ დაგეტოვებინათ ცარიელი, ეს იყო გეგმა”,- განაცხადა სალიამ და დასძინა, რომ ის “ნამდვილად არ არის გაბრაზებული და არც ყოფილა”.

 

banner
წინა სტატიაშივადა 15 საათზე ამოიწურა – ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა
შემდეგი სტატიაგერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს