გვარამია: სახელმწიფო ინსპექტორის შემდეგ, ახლა მოსამართლეებს მიადგნენ

“სახელმწიფო ინსპექტორის შემდეგ, ახლა მოსამართლეებს მიადგნენ. კანონპროექტი შეიტანა იგივე ჯგუფმა და დაჩქარებულ განხილვას ითხოვს აქაც.

მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ჩაითვალება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი 2/3დან უბრალო უმრავლსეობამდე ჩამოდის.

ანუ, გამოხვალთ და კლანის ანტიდასავლურ განცხადებებს დაგმობთ და კუდით ქვას გასროლინებთ, თან გამარტივებული წესითო”

ასე ეხმაურება ნიკა გვარამია კანონპროექტს მოსამართლეთა დისციპლინური სახდელების შესახებ

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ეს ვითარება არ შეიცვლება, თორემ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ასეთი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან”
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირი გარდაიცვალა