გვარამია სააკაშვილზე: ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება

მთავარი არხის დირექტორი და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მისი ვარაუდით, 3-4 დღეში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

“ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ, ფერს, ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება, რამდენადაც მე შევატყვე, თუმცა აბსოლუტურად, პარადოქსულად ჩემთვის, მისი მსჯელობა უპრობლემოა, აზროვნებაც და კომუნიკაციაც და, რაც მთავარია, ოპტიმიზმი აქვს. ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება”. – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია კახა კალაძეს ღია დებატებში იწვევს
შემდეგი სტატიაოსტინი: ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას, ასევე საქართველოს რუსული აგრესიის საპასუხოდ