გვარამია “რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღებას და ტრანსლირებას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავის ზეპირ განხილვას ითხოვს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. მისივე განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, “რუსთავი 2” ითხოვს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღებას და მის ტრანსლირებას. ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანიისთვის ასევე მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინ არის დიდი პალატის შემადგენლობაში – “ჩვენ არ ვენდობით დიდი პალატის ყველა მოსამართლეს, გვაქვს აცილება, როგორც მინიმუმ 4 აცილება: 1. ნინო გვენეტაძე 2. მიხეილ ჩინჩალაძე, 3. მზია თოდუა, 4. პაატა სილაგაძე”- აცხადებს გვარამია და იმ მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ ითთხოვს აღნიშნული მოსამართლეებიც აცილებას.

დღესვე გვარამიამ პროკურატურის მიმართ არსებულ მოთხოვნაზეც ისაუბრა:

“ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას განცხადებით და ვითხოვთ ჩვენს საქმეზე ქიბარ ხალვაშის მიერ წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტაციის შესწავლას დანაშაულის გამოვლენის მიზნით, პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანის, ვინც ეს დოკუმენტაცია შეადგინა, ეს არის ვითომ რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელიც არ ყოფილა არასდრპოს ფინანსური დირექტორი – რევაზ ბერიაშვილი, რომელმაც შექმნა ყალბი დოკუმენტი და ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელსაც ყალბი დასკვნა აქვს ამ საქმეზე გაკეთებული” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლეებთან კომუნიკაცია არ მქონია” -თადუმაძე გვარამიას ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატია(ექსკლუზივი) გარემოს დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა