რუსეთი “ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს ყიდის და ამის დამადასტურებელია, მარია ზახაროვას განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ “როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობებით”,_ ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“ეს რაღაცა რომ იციან, რომ წამგებიანია რუსეთთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიტიური რამის თქმა, ის, რო ზახაროვა და რუსეთი ყიდიან თავისი გამოსვლებით ამათ ფარულ მოლაპარაკებებს და ფარულ ურთიერთობებს. საჯაროდ რას ამბობს ლევან მახაშვილი და სხვა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მუშაობენ რუსეთის ინტერესებზე საქართველოში. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარება ამას აჩვენებს”, – ამბობს გვარამია


















