გვარამია – ქვეყნის ისტორიაში იყო მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე,

ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ნიკა გვარამიას თქმით, ის, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა, არის სირცხვილი ქვეყნისთვის და აღნიშნა, რომ ეს არ აკნინებს მას.

„ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, მის წარმომადგენლებს, არც ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს სასამართლო პროცესზე, გვარამიამ განაცხადა:

„ველოდებოდი. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი სიტყვა იყო, ეს ნაწილი განსაკუთრებით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი სურვილით ვტოვებ დარბაზს”: სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ, მის გარეშე გაგრძელდება
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ვინ ასამართლებს სააკაშვილს? – ამ რეჟიმის განსახიერება, 3 ერთნაირი პროკურორი