26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გვარამია: „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი

„ოცნების“ მიმართ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი კრიტიკული იქნება, ეს გარდაუვალია, ივანიშვილს გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ ჩააშლევინებს – პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, „ოცნებამ“ კი მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა,– ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ გერმანიის ელჩისთვის პეტერ ფიშერისთვის უფლებამოსილების ამოწურვას და მეორე მხრივ საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი და „ქართლმა ოცნებამ“ მასთან ურთიერთობაში „თავი მოიჭრა“.

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი. ეს გარდაუვალი ამბავია, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი. დღეს ვუყურე მარტა კოსის ვიდეოს, რომელიც ლაპარაკობს დაკავშირებადობაზე და ამბობს, რომ კავკასია ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია აქ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ისეთია, როგორიც არის. ივანიშვილს ახალ საერთაშორისო წესრიგს და გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ არ ჩააშლევინებს. ივანიშვილს საკმაოდ ცოტა დრო დარჩა.

პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი. ასეთი ელჩი საქართველოში ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას დაამშვენებდა და ბევრი არც ყოფილა. ამიტომ, იმით, რაც მოხდა, პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, დააკლდა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას და „ქართულმა ოცნებამ“ რომ მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა, ეგ ფაქტია.“– განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის გასვლას
შემდეგი სტატიასამწუხაროდ, დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ბევრ ქვეყანაში ხდება- კალაძე