გვარამია: “ფორმულას” არ გაატანენ ისე, როგორც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში მოხდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოში ტელეკომპანია “ფორმულას” 51%-იანი წლის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

გვარამია აცხადებს, რომ “ფორმულას” არ გაატანენ ისე, როგორც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში მოხდა.

“ტელეკომპანია ფორმულაში რაც ეხლა ხდება, არის ჟანრის კლასიკა “ქართული ოცნების” მიერ დანერგილი, ეს არის ზუსტად ის რაც ხდებოდა რუსთავი 2-ში, ზუსტად ის, რის გამოც მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენ მაშინ უბრალოდ ელჩებმა და სტრასბურგის სასამართლომ გვიშველა. 51%-იანი წლის დაყადაღებაზე, ჩვენი ინფორმაციით, შესულია სასამართლოში წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით განცხადება, ამას არ სჭირდება სარჩელის წინსწრებით შეტანა”, – თქვა ნიკა გავარამიამ.

წინა სტატიაში“მე უკვე ველოდები სუს-ის იმ ვერსიას, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უკრაინიდან და მიხეილ სააკაშვილი იქნება დამკვეთი”
შემდეგი სტატიალომჯარია კეზერაშვილის საქმეზე: ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ შეიძლება იყოს დაწერილი საბოლოო გადაწყვეტილება