გვარამია ოთხი მოწმის, მათ შორისაა ქიბარ ხალვაში დაკითხვას ითხოვს

ნიკა გვარამია და მისი უფლებადამცველები ოთხი მოწმის დაკითხვას ითხოვენ და როგორც განაცხადეს, სასამართლოს ამის შესახებ ორშაბათ დილას აცნობეს. ესენი არიან ქიბარ ხალვაში, რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი, ნინო ნიჟარაძე (რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელი) კახა ბექაური- კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. ასევე აყენებს თემურ კოხოძის სასამართლოში მისვლის მოთხოვნას.

ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ნიჟარაძის ადვოკატმა უპასუხათ რომ დღეს ვერ შეძლებდნენ, ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ უთხრათ, რომ მას მომზადება სჭირდებოდა, ხოლო ბექაურს პასუხიც არ გაუცია.

ნიკა გვარამიამ მიმართა მოსამართლეს, უზრუნველჰყოს მოწმეების სასამართლოში მისვლა.

მოსამართლის თქმით, თუ ვინმე საზღვარგარეთაა და მისი ქვეყანაში დაბრუნების 1 კვირაში, ან ერთ თვეში დაბრუნების მოლოდინი არაა, შესაძლოა იმსჯელონ მათ დისტანციურად დაკითხვაზე.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: მთავრობა არაფერს ამბობს მისი მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად პარტნიორებთან ერთად აქტიურ ჩართულობას