გვარამია: მოწვევა ივანიშვილის საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე – ჩვენი

“ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე – ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე? რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს ”

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე ეხმაურება “ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: TV იმედიდან (პირისპირ) – ირაკლი ჩიხლაძეს, R2-დან (“არჩევანი“) – გიორგი გაბუნიას და TV პირველიდან (რეაქცია) – ინგა გრიგოლიას. აღსანიშნავია, რომ გრიგოლიას თქმით, გადაცემის გამო “ფიზიკურად ვერ მოახერხებს” ინტერვიუზე მისვლას და TV1 გადაწყვეტს, ვის გაუშვებს შეხვედრაზე.
22 ოქტომბერი, 2018

banner
წინა სტატიაშიგრიგოლია: “რეაქციის” გამო ივანიშვილთან ინტერვიუს ვერ მოვახერხებ
შემდეგი სტატიაინციდენტი 23-ე საჯარო სკოლაში – დაპირისპირებული მოსწავლეების გაშველება პატრულს მოუწია