გვარამია: მოსამართლემაც თქვა, რომ სწორი არის ის განმარტება, რომელსაც მე ვიძლევი

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის საქმეზე დასრულდა. როგორც “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა წარდგენილი ბრალის აბსურდულობა:

“ჩვენ 20 მოწმით ნაკლები გვყავს. რუსთავი 2- ის მაშინდელი თანამშრომლები, რომლებიც მოწმეებად იყვნენ, აღარც ერთი აღარ დაიკითხება. მე არ ვიცი ეს რა პროცესუალური ფორმაა, მაგრამ მთავარი ჩემთვის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს გაუჭირდა ამ ტექსტის წარმოთქმა, მოსამართლემაც თქვა, რომ სწორი არის ის განმარტება, რომელსაც მე ვიძლევი.

ანუ, ის რაც უწერია მაგალითად თეა ადეიშვილს, რომ მე არასდროს არ მიმითვისებია ქონება, ეს ბრალდებამ რაკიღა ცნო არა მხოლოდ შეფასებითი ნაწილი, არამედ ფაქტის ნაწილიც, ბრალდების ესეთი პოზიცია ნიშნავს, რომ ისინი დიახ, აღიარებენ არა იმას, რომ პირობითად თეა ადეიშვილი ასე ფიქრობს, არამედ იმას, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.​

ეს პირველი შემთხვევა იყო არა მარტო 20 მოწმის ასე ვთქვათ უცებ გაქრობის პროცესიდან, არამედ ბრალდების მხრიდან, ჩემი სასარგებლო ჩვენების” – ამბობს ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი, პაატა სალია 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

“რაც შეეხება ბატონ სალიას. არ მინდა მასაზე არაფერი ცუდი და დამამცირებელი ვთქვა. ეს არის ადამიანი, რომელიც იარაღი იყო სხვის ხელში. ძალიან ცდილობდა, რომ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან ღირსეულად. მე არ მინდა შევეხო მის ღირსებას, უბრალოდ ამ სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის, რაც მან თავის დროზე დაწერა. გასაგებია, რომ ახლა ის ამას არ გააკეთებდა, მაგრამ როგორც კლასიკოსი ამბობდა, ნაწერები არ იწვიან – ამბობს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშივიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატიაჯიშკარიანი სააკაშვილზე: რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო უსაფრთხო ნავალნისთვის და ის გათავისუფლდა