გვარამია მოსამართლეებს – ამ კაცის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა არის სრულიად თქვენი გადასაწყვეტი

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი რეაგირება არ მიმდინარეობს, მისი მდგომარეობა მძიმეა, მას რამდენიმე დღის წინ ფეხები წაერთვა და ვერ დადიოდა, – ამ კაცის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა არის სრულიად თქვენი გადასაწყვეტი, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლეებს.

მან მოსამართლეებს უთხრა, რომ მათ 191-ე პრიმა მუხლი ავალდებულებთ, „პრაქტიკულად, პროცესში პროცესი ჩაატარონ და მდგომარეობა გამოიკვლიონ“.

„მას რამდენიმე დღის წინ ფეხები წაერთვა და ვერ დადიოდა. ამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომობაც კი არ მაქვს ციხის ექიმთან, რომ ვკითხო რა მოუვიდა. ჩემს ხელმისაწვდომობას ვინ დაეძებს, ექიმი არ მყავს, ვინც მეტყვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადარჩება, ვერ გადარჩება, კარგად არის ცუდად არის, რა სჭირს, წამების მსხვერპლი ხომ არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამე მიეწოდება თუ არა? ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ვიღებ. გესმით თქვენ ეს რა არის? სრული ვაკუუმია.

მე შევდივარ, ვუყურებ ცუდად მყოფ ადამიანს, ის მიყვება, რომ ფეხები წაერთვა და მე რა უნდა გავაკეთო უკაცრავად. ექიმი ვარ? მე ერთადერთი შეიძლება ეს მძიმედ განვიცადო და ამ ყველაფერს ვხედავდე და ვაფასებდე ოპტიკას, რომელიც მოდის, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში რა შეფასება უნდა გავაკეთო? ამიტომ ყველა პროცესზე ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოვისმენთ და მოისმენენ მისი ექიმები, რომლებიც არიან დარბაზში, იმიტომ, რომ სხვანაირად ადამიანის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომობა არ გვაქვს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ისრაელის ელჩი – ისრაელი მზადაა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრას უმასპინძლოს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ – მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს