გვარამია: მიშა მაგას მოითმენს რამენაირად, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება ვნახავთ

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა. მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი და თქვა, რომ ციხის ადმინისტრაცია ამით დანაშაულს სჩადის.

“მიშა მაგას მოითმენს რამენაირად, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება ვნახავთ.

მას ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და ტელევიზორი უნდა მხოლოდ და რას ეუბნებიან? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, მაგრამ თუ გინდა საჭმელი იყიდე მხოლოდ?

ყველა თვალსაზრისით სირცხვილია, სამართლებრივად კი დანაშაული” – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შიმშილობასთან დაკავშირებით, იმდენად მტკიცეა, ამაში უკვე ვეღარავინ ჩაერევა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას განცხადებით, ” ქართული ოცნება” კოლექტიური თიკა კანდელაკია
შემდეგი სტატიაუკრაინაში საქართველოს ელჩი: სააკაშვილს უკრაინაში ბრალდებულის სტატუსი არ აქვს და შესაბამისად, თხოვნა ექსტრადაციის შესახებ არ არსებობს