4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

გვარამია: მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა?

“მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა? ერთი და იგივე ადამიანები, რამდენიმეთვიანი შუალედით, ორივეს ერთნაირი რიხით რანაირად ამტკიცებენ, ვერ ვხვდები.

სხვისი წარმატებების და წარუმატებლობების, სხვის მიერვე გაკეთებულ ანალიტიკურ მასალაზე დაყრდნობით სხვას რომ სთხოვ მოქმედებას და შენი თავი მარტო ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებულთა საპარლამენტო სიის თუ ტექნიკური მთავრობის კონტექსტში გახსენდება, ამას ჰქვია მეთოდებში ზედაპირულობა და არასერიოზულობა, ხოლო მიზნებში – არასანდოობა და პირადი ინტერესების მსახურება.

შენი ქვეყნის ვითარება და პრობლემები შენ უნდა გააანალიზო, შენ მოიფიქრო გამოსავალი და ბრძოლის ეფექტური ხერხები და მერე შენვე განახორციელო.

სხვისი გამოცდილების შესწავლა და განზოგადება და მერე სხვისთვის ამის გაზიარების პროფესიული ჩვევა, შეზავებული თანამდებობრივი ამბიციის დიდი ულუფით, არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან – არც ძველთან, არც ახალთან და არც არანაირთა”,_ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, რომელიც მოსარჩელემ თავად შექმნა