მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ექიმია,– ამის შესახებ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“რა ხდება ახმეტის კლინიკაში, სადაც მაია კოხტაშვილი მუშაობს და რისთვის დაიჭირეს ის.
პირველ რიგში, კლინიკის შესახებ ჩვენი პარტიის წევრის მონათხრობი:
“რომ მიდიხარ, ჯერ უნდა დარეგისტრირდე ოჯახის ექიმთან, იმის გამო, რომ ერთ რეგისტრატორზე მეტი არ ჰყავთ, შეიძლება რამდენიმე საათი მოგიწიოს რიგში დგომა, შემდეგ ადიხარ მეორე სართულზე ოჯახის ექიმთან, სადაც ასევე რიგში გიწევს დგომა, მას მერე რაც ოჯახის ექიმი მოგცემს მიმართვას კონკრეტულ ექიმთან, ჩამოდიხარ ისევ რეგისტრატურაში, რომ ახლა ამ ექიმთან დარეგისტრირდე და ისევ დგები რიგში, ამის მერე ადიხარ ექიმთან (იქაც რიგია, იმიტომ რომ მარტო ერთი ნევროპათოლოგია), და ამის მერე ექიმი გიწერს მხოლოდ 14 დღის საკმარ წამალს (მეტის გამოწერის უფლება არ აქვს).
ეხლა წარმოიდგინეთ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ყოველ ორ კვირაში ამ ჯოჯოხეთის გავლა უწევს და თუ ექიმი ადამიანურობას გამოიჩენს და მეორედ და მესამედ არ აწვალებს ამ მოხუცს და მისცემს რეცეპტს. ამის გამო დააკავეს მაია. ის დამავიწყდა დამეწერა, რომ რეცეპტის გამოწერის მერე, უნდა მივიდეს პაციენტი აფთიაქში (მხოლოდ ერთ აფთიაქს აქვს მისი გაცემის უფლება), სადაც ხელს მოაწერინებენ და მხოლოდ ამის მერე აძლევენ წამალს”
მეორე, მაია კოხტაშვილს ფორმალურად ადამიანური საქციელისთვის სდევნიან, თუმცა რეალური მიზეზი სხვა რამეშია.
2017-ში მაია კოხტაშვილი ოცნების დეპუტატი იყო საკრებულოში, 2021-ში ისევ ჩაწერეს სიაში ქოცებმა და მან თავი ამოაღებინა სიიდან: “ნეტა თქვენთან ყოფნის ის სირცხვილი ჩამოვირეცხო, არათუ ისევ ვიყო თქვენი დეპუტატიო”. ამის მერე აითვალწუნეს, თან ის არ მალავდა საკუთარ პოზიციას. ისიც კარგად იცის სუსმა, რომ მაიას შვილი ანა იმედაშვილი მუდმივად პროტესტზეა, ხოლო სიძე დაჭერილიც იყო პროტესტის გამო.
მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ქალია.
მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ექიმია.
ps ქალბატონ მაიას 50 ათასი ლარი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ვიდრე ეს თანხა არ აგროვდება, იგი საპყრობილეში რჩება” – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.








