ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია,- წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
,,ცხადია, არა პირველი, მაგრამ გამორჩეულად ცუდი და უცნაურად უადგილო.
ასეთი აბდაუბდა, ამდენი ცილისწამება და ტყუილი, ცნებების და თარიღების ასეთი აღრევა, და, რაც მთავარია, ამ ხარისხის და მასშტაბის რუსოფილია ბიძინა ივანიშვილის ტექსტებშიც კი არ მახსენდება, ყველა ზემოთ მოყვანილის სიუხვით რომ გამოირჩევა მუდამ.
არ დავიწყებ მკითხაობას, რატომ მაინცდამაინც ამ დროს და რატომ ამდენჯერ ნახმარი სიტყვა “რუსოფობია”, – ეს მალე გამოჩნდება. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ეს კაცი ფარჩაკია და მისი ტექსტებიც ფარჩაკობაა. და ამათ ხელში რომ ჩვენი ქვეყანაა, ეს უკვე მაგათი ფარჩაკობა არაა – სამწუხაროდ, ჩვენია”,– წერს ნიკა გვარამია.
აგვისტოს ომის დაწყების თარიღის მოახლოებასთან ერთად, კობახიძემ დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ რუსეთთან კავშირები განამტკიცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, იგივე ადამიანები “გლობალური ომის პარტიის” დაკვეთით, “რუსოფობიას აღვივებენ”.















