გვარამია: ყველაფერი წინ არის პროკურატურას ბევრი იმედგაცრუება ელოდება ამ პროცესში

“ყველაფერი წინ არის პროკურატურას ბევრი იმედგაცრუება ელოდება ამ პროცესში, ძალიან ბევრი. მათ შორის ასეთ სასამართლოს პირობებშიც”- ამბობს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია.

მისი განცხადებით, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სხდომა, სადაც სასამართლოზე ქვეყნის დამფუძნებელი გამოვიდა და დაწვრილებით ისაუბრა წამების თაობაზე.

“აბსურდი იყო სრულიად არ გამოუვიდა პროკურატურას, ისევე როგორც არ გამოუვიდა მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ეთერის დაბლოკვა. ორივე შემთხვევში სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, ამიტომაც ყველაფერი წინ არის პროკურატურას ბევრი იმედგაცრუება ელოდება ამ პროცესში, ძალიან ბევრი. მათ შორის ასეთ სასამართლოს პირობებშიც ძალიან ბევრ იმედგაცრუებას ვპირდები.​ ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სხდომა, სადაც სასამართლოზე ქვეყნის დამფუძნებელი მამა გამოვიდა და თქვა, რაც მთავარია მოყვა წამების თაობაზე დაწვრილებით. დღეს უკვე დაოქმებულად პირდაპირ, ვიცით მსხვერპლის მოყოლით ვიცით წამების ფაქტის შესახებ და დაუყოვნებლივ უნდა აღძრას პროკურატურამ საქმე. დაწყებული აქვს გამოძიება უკვე სახელმწიფო ინსპექტორს და პროკურატურამ აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება ამ საქმესთან დაკავშირდებით. ნუ გააკეთებს თუ უნდა, ეს მისი პრობლემა იქნება ვპირდები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში.” – აცხადებს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: ვინ ასამართლებს სააკაშვილს? – ამ რეჟიმის განსახიერება, 3 ერთნაირი პროკურორი
შემდეგი სტატია“მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური გირაოთი გათავისუფლდა და სააკაშვილი ციხეშია, ამაზე მეტი რა უნდა თქვა ივანიშვილის რეჟიმზე?”