17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

გვარამია: ხვალ ვეცდებით ქართული ოცნების დიქტატურის გაშიშვლებას რეალური ფაქტებით და სამართლებრივი არგუმენტებით

„ნაციონალურ მოძრაობას” დაეთმო გუშინდელი და დღევანდელი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესანიშნავად დასაბუთებული და ძალიან დამაჯერებლად (რაც არა ნაკლებად მნიშვნელოვანია) წარმოდგენილი პოზიციები მოვისმინეთ. ადგილზე იყო ლოგოსიც და პათოსიც. კომპლიმენტები ჩემგან კოლეგებს!
ხვალ უკვე ჩვენ ვეცდებით ქართული ოცნების დიქტატურის გაშიშვლებას რეალური ფაქტებით და სამართლებრივი არგუმენტებით
,- წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

,,ვეცდებით, პირველ რიგში, მათთვის, ვინც თვალ-ყურს ადევნებს ამ ისტორიულ პროცესს და დიახ, ნამდვილად ისტორიულ ტექსტებს ისმენს. სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

ყველაფერი კარგად იქნება. სამშობლოს გადავარჩენთ. დანარჩენი მეორეხარისხოვანია“,- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიამაია კოპალეიშვილი: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ხვალ „ქართული ოცნების“ არგუმენტებს გააბათილებს