11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

გვარამია: ის, რომ ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში წავიდა ანაკლიის პორტის საკითხის გადასაწყვეტად, ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ღია და მკაფიო უარი მიიღეს ქოცებისგან

“ის, რომ ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში წავიდა ანაკლიის პორტის საკითხის გადასაწყვეტად, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ღია და მკაფიო უარი მიიღეს ქოცებისგან ლოჯისტიკურ და გეოსტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ქართული ოცნების პასუხი, როგორც ჭეშმარიტად რუსული რეჟიმისგან მოსალოდნელი იყო, არის “არა”. და ეს პასუხი არის უარი საქართველოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას, დემოკრატიას. ეს არის უარი საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ნათელ მომავალს.

თუ რამის დაშვება არ შეიძლება, არ შეიძლება ჩინელების ხელით, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთის მიერ საქართველოს მომავლის მიტაცების დაშვება. არავითარ შემთხვევაში! თან იმ პირობებს თუ გადავხედავთ, რასაც ჩინური მტაცებლური სახელმწიფო კომპანია მოითხოვს – თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ქართული სახელმწიფოს 51%იანი წილის გამოსყიდვა ჩინური მხარის მოთხოვნისთანავე – მივხვდებით, რომ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ”,_  წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით დაინტერესდა. ასევე ქვრივიშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას ხელი მოაწერა. მათივე ცნობით, 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება.

banner
წინა სტატიაში“თურმე 2012 წელს პრემიერად გადასვლის საიდუმლო გეგმა მქონდა, ტყუილს არავის შევარჩენ”- სააკაშვილი თევზაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაირანი: აშშ რეპუტაციის შენარჩუნების გზას ეძებს, რომ თავი დააღწიოს ომის ჭაობს