21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გვარამია: იაგო ხვიჩიას ვუსმენ, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის ნაცმოძრაობას

იაგო ხვიჩიას ვუსმენ ფორმულაზე, გიორგი თარგამაძესთან. გასაკვირია, მარა ესეც ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი თავისმართლებაა გამოჭერილი გამოაშკარავებული აგენტის: უამრავი ტყუილით, საღი აზრის და ლოგიკის მინიმალურ ტესტს რომ ვერ გაივლის,- წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

,,ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის ნაცმოძრაობას, საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს. შეიძლება, სწორედ ესაა მიზანი, ან შეიძლება ოპორტუნისტულად იყენებს მოფამფალებული ენმ-ის უღონობას და წყალწაღებულის მიერ ყველა ხავსის მოჭიდების სურვილს. არ ვიცი, და დიდად არც ჩავეძიები, ჩემი პრობლემა ეს არ არის.

მიშამ კიდე ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს “ახლებს” ამორალური და ბინძური ტყუილებით. მარტო პარტია კი არ შემოეშლება ხელში, შემდეგ ინტერვიუებში უკვე ეს ქოცების ფულზე მჯდომი ფარჩაკი იმას მოყვება, ბიძინასთან სააკაშვილის შენათვალი როგორ მიქონდა, და ამ შენათვალის შინაარსსაც გაგვაცნობს.

მერე მამალიიაგოების და დედალიიაგოების კრიახი და ურთიერთკორტნა ვერ აღადგენს ჩაქვესკნელებულ რეპუტაციას. არც ეგ არაა ჩემი პრობლემა: ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს. ვეჭვობ, ეს არჩევანი ძვირად დაუჯდებათ”,-წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ღარიბაშვილი მომდევნო წერილებში მის სახლში აღმოჩენილ ფულზე ილაპარაკებს
შემდეგი სტატიათიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა