გვარამია – გირჩევნიათ, იმაზე იფიქროთ, თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა 29 ნოემბრამდე

პირობას გაძლევთ, 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განაცხადა.

„29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე, პროცესის ჩანიშვნით 29-ში. მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-მდე როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა თავის სასამართლო ხელისუფლებიანად, ყველანაირ ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ, გირჩევნიათ. პირობას გაძლევთ, კვლავ გეუბნებით, 29 მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში„სილიკონ ველის“ ინვესტორების ტრენინგზე დასასწრებად, სტარტაპების რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია