21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გვარამია: გიორგი ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება

ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, გიორგი ბარამიძის პატრიოტიზმია – პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამასაც არ სჭირდება მტკიცება, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია გენერალური პროკურატურის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება.

„პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამასაც არ სჭირდება მტკიცება. ის, რომ გიორგი ბარამიძეს არ ჩაუდენია დანაშაული, არც ამას სჭირდება მტკიცება.

ის, რაც ითქვა, არ შეესაბამება სიმართლეს… არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება. გიორგი ბარამიძის შემთხვევაში, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, პირადად ვიცნობ და სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის, შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია“, – აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება