“უნდა ჩამოვყალიბდეთ, ბოსტნეულის გაიაფება გვინდა და გაჭირვებულისთვის ცხოვრების შემსუბუქება, თუ შემოტანილი პროდუქციის (რაც, სამწუხაროდ, მოხმარების 2/3ზე მეტია, ძირითადად) კიდევ უფრო გაძვირება და ამ გზით ადგილობრივი პროდუქტისთვის კონკურენციის გამარტივება.
ორივე ერთად არ გამოდის, მით უმეტეს, საშუალოვადიან პერსპექტივაში.
სოფლის მეურნეობა ნამდვილად უმნიშვნელოვანესია და კი, სატარიფო პროტექციონიზმის და კონკურენციის ხელოვნური დაძლევის გარდა ბევრად ეფექტიანი და ეკონომიკურად ჯანსაღი გზები არსებობს. ბევრად და ფუნდამენტურად მდგრადი და დარგის განვითარების ხელშემწყობი, და არა გაჭირვებულებისთვის თურქული პომიდვრის კიდევ უფრო გაძვირების და დამშევის ხარჯზე”,_ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

















