პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია კედლებს ეჩხუბება – აცხადებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გახარიას პარტიაში გაკეთებულ განცხადებაზე -, ჰეშთეგით „#ნუ გვეტენებით“.
„პარტიად ნამდვილად არ განვიხილავ, როგორც მოკავშირეს, მაგრამ რაც შეეხება ზოგად კოალიციას, ჩემთვის არამოლაპარაკებადი არ არის, მაგრამ ვიღაცას თუ არ უნდა ლაპარაკი არც ჩემთან, არც სხვებთან და არ ვიცი, კედლებს ეჩხუბება, ეს ხომ არ არის ჩემი პრობლემა. ეს მათი პრობლემაა, ვინც ამას აკეთებს. წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ, არ მჯერა ეგეთი წარმატების. ჩემი არჩევანი ეს ვერ იქნება. მე ჩემი არჩევანი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ამიტომ პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ. გამოპასუხება არ იქნება., რა პრობლემაა. მე უფრო მეტს დავკარგავ ამით თუ გახარია დაკარგავს, ქვეყანა დაკარგავს, ამას ვნახავთ“, – აღნიშნა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში.
ინფორმაციისთვის, გახარიას პარტიაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობასთან”, მათ შორის, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ პარტია “საქართველოს” არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა“.