გვარამია: გაერთიანებები აუცილებელია, ოღონდ სწორი კონფიგურაციებით

თუ ვინმე ერთიანი სიის მიღმა რჩება, მაშინ ის კი არაა პრობლემა, რომ ვიღაც დარჩა და ერთიანობა ჩვენ არ გვინდა. პრობლემა არის ის, რომ ერთიანობის განცდა უბრალოდ იკარგება. ერთიანობასთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, ახალს არანაირი წინასწარი განწყობა არ გვაქვს, ეს ცუდია თუ კარგია. ჩვენ მკაფიო და რაციონალური არგუმენტები გვჭირდება, ეს არის ცუდი თუ კარგი. […]

მიმდინარეობს არაერთი კვლევა, ვნახავთ როგორ გამოიყურება ციფრულად სხვადასხვა კონფიგურაცია. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გამოვა და თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არის გამარჯვების სწორი და ერთადერთი ფორმულა. ნებისმიერ სხვა ვითარებაში, ჩვენთვის სხვისი არცერთი არგუმენტი იმის წინაპირობა ვერ გახდება, რომ ერთიან სიას დავეთანხმოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაერთიანებები აუცილებელია, ოღონდ აუცილებელია სწორი კონფიგურაციები და არა ზოგადად, მექანიკურად, ყველას ერთ კალათში ჩაყრა,-თქვა პარტია ახალის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჯგუფ დაიტოვეს პროექტის პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშისემეკში წყალმომარაგების საკითხებზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაბოკერია: ერთიანი სია იქნება უმძიმესი შეცდომა, საჩუქარია რეჟიმის პროპაგანდისთვის