გვარამია: ეს არ დასრულებულა 5 ივლისს, გრძელდება ყოველდღიურად

gulis eleqsiri

“…ეს არ დასრულებულა 5 ივლისს, გრძელდება ყოველდღიურად. დღეს ჩვენს ჟურნალისტს თავზე გადმოასხეს წყალი და უშვერი სიტყვებითაც აგინეს… გომელაურის უწყებისთვის არანაირი წესები არ არსებობს. წესები არსებობს მხოლოდ ჩვენთვის, ხელისუფლების მხრიდან. მათთვის წესები არ არსებობს. ჩვენ დღეს შევეცდებით ვიპოვოთ მექანიზმი, გამოსავალი ამ ყველაფრიდან. როგორ იმუშაონ ჟურნალისტებმა ა) შეუფერხებლად და ბ) უსაფრთხოდ, რომ მათ სიცოცხლეს გარეთ გასვლისას არ ემუქრებოდეს საფრთხე. მართლა აქამდეა ეს ყველაფერი უკვე მისული… იწყება წინასაარჩევნო პერიოდი. ასე რომ, ეს ყველაფერი სრულიად გამართლებული და ლეგიტიმურია. ის რაც ხდება ჟურნალისტებთან დაკავშირებით, უკვე არის საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პრობლემების შექმნა ოპოზიციური სპექსტრისთვის, იმიტომ რომ ოპოზიციურ მედიას ესხმიან თავს და პრაქტიკულად შრომისუუნაროს ხდიან. ეს არის საარჩევნო კამპანია და ეს არის დიდი საარჩევნო დარღვევა უკვე. მალე დაიწყება მოსყიდვები, მალე დაიწყება დაშინებებეი მაგრამ საარჩევნო ძალადობის პირველმა ტალღამ გადაიარა ოპოზიციურ მედიაზე, – ამბობს ნიკა გვარამია.

წინა სტატიაშიგიორგი გახარია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა