33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

გვარამია: ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას

ვიმედოვნებთ, ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული – არ შეიძლება ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა, იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში ელენე ხოშტარიასთან მისი პირადი ექიმი უნდა შევიდეს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „მათთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა“.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს უკავშირდება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან. ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ექიმები შევლენ რამდენიმე წუთში ციხეში. იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა, იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

მინდა ყველას გთხოვოთ დღეს, 14:00 საათზე, შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ დასკვნას, გადაწყვეტილებას, რომელიც იმედი მაქვს იქნება ადეკვატური, მოგვცემენ შესაძლებლობას ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამ წუთას, არ ვაპირებთ რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას. ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას. თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება საპასუხო იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ჩვენ ამ წუთში ამ საკითხზე პოლიტიკურ კაპიტალიზაციას არ ვაპირებთ. ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ლემონჯავა: ელენე ხოშტარიას მეგობრები და თანამებრძოლები პენიტენციურ სამსახურთან ვიკრიბებით და ერთად დაველოდებით მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიალატვია უკრაინასთან დრონების წარმოების ერთობლივი ობიექტის აშენებას გეგმავს