გვარამია: დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია წერს, რომ დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენს. ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეები ფრთხილად უნდა იყვნენ და პროვოკაციებს არ აყვნენ.

​”დღევანდელი ნაბიჯით, ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება.

ძალიან უნდა ვიფრთხილოთ და არ ავყვეთ ემოციებს და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა მხოლოდ მშვიდობასა და ერთიანობაშია. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა გამარჯვებამდე!

თბილისიდან აუცილებლად აფრინდება ვერტმფრენი, მაგრამ არა მოსატყუებელი ფეიკი, მგზავრის გარეშე. თბილისიდან აუცილებლდად აფრინდება ვერტმფრენი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა!”,- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: ხელისუფლების სტრატეგია ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან საერთო ერის სტრატეგია შორს იხედება
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: აქ ვიბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს