დღეს ჩარიცხვების დღეა და უმაღლესი განათლების კატასტროფა საუკეთესოდ ჩანს:
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 29 500-მა აბიტურიენტმა,- წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
,,ანუ თავად განათლების სამინისტროს საგამოცდო პოლიტიკა გვეუბნება, რომ ამდენ სტუდენტს შეუძლია ისწავლოს უმაღლეს საფეხურზე.
აქედან მხოლოდ 21 300 გახდა სტუდენტი. ანუ 8 000 აბიტურიენტი, რომელსაც სტუდენტობა შეუძლია და უნდა, ვერ მოხვდა ვერც ერთ უნივერსიტეტში, რადგან მათი ადგილი ფიზიკურად არ არის. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმმა ასე გადაწყვიტა და გაუგებარი მიზეზებით შეამცირა მისაღები ადგილები.
ასე დარჩა 8 000 ქართველი ბავშვი, რომელსაც უნდა და შეუძლია სწავლა, განათლების სისტემის მიღმა, ქუჩაში”,- წერს გვარამია.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა.














