გვარამია: ცლიან ფლიგელს მიხეილ სააკაშვილისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია დეკანოზი გიორგი მამალაძის “ვივა-მედში” გადაყვანას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ დეკანოზი სამი წელია მძევლად არის გლდანის საავადმყოფოში და აქამდე სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ხელისუფლება ფლიგელს მესამე პრეზიდენტისთვის ცლის.

“გიორგი მამალაძე სამი წელია მძევლადაა გლდანის საავადმყოფოში. ყოფილა მომენტები, როცა დამძიმებულა და არც უფიქრია პენიტენციურ დაწესებულებას მისი გადაყვანა. სრულიად გამორიცხულია, ახლა გადაეყვანათ, რომ არა, სხვა მიზეზი.

ხდება ის, რაზეც ეკა ხერხეულიძემ გუშინ მთავარ აქცენტებში ისაუბრა – ცლიან ფლიგელს მიხეილ სააკაშვილისთვის”,- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების პეტიცია: გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში
შემდეგი სტატიამწერლები ტორესა მოსის დაკავებას აპროტესტებენ