გვარამია: ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ცნობილია საქმის ახალი გარემოებები, თუმცა ის არ აკონკრეტებს რას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას თქმით, სწორედ ამიტომ მივიდნენ საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის კიდევ ორი ადვოკატი და სურდათ პროცესზე შესვლა, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს:

“ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა. მათ შორის, მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გარემოებებია, რომლებსაც შიგნით მყოფი ადვოკატები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამხელა შუამდგომლობას ვერაფრით ვერ გავაგზავნიდით ტელეფონით” – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 ნოემბრისთვის – დოლარი
შემდეგი სტატია“შსს-სგან მოვითხოვთ, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ საზღვრის კვეთაზე”