20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გვარამია: ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჩხუბს და დაპირისპირებას არ აპირებენ და თუ ტექნიკის შეტანაზე უარს ეტყვიან, „მათ ფასი დაუჯდებათ“.

„ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ. თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ აქ ვიქნებით და უარი უნდა გვითხრან იმ სასტუმროს წინ, სადაც საერთაშორისო დელეგაციები არიან. ესეც პასუხი იქნება ჩვენთვის და მათ ფასი დაუჯდებათ. თუმცა ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვდივართ, რომ მათ ფასი დავუჯინოთ, იმიტომ მოვდივართ, რომ ტექნიკა გვჭირდება ხალხთან სალაპარაკოდ. როცა შენ დაუშვებ მანიფესტაციას, მაგრამ გახმოვანებას არა, ნიშნავს, რომ მანიფესტაცია, პრაქტიკულად, აკრძალული გაქვს. აქ რომ ხალხი მოვა მერე რას აპირებენ? 50 000 ადამიანი ერთად რომ მოვიდეთ აქ ტექნიკით, მერე რას აკეთებენ? წარმოუდგენელია ხალხთან ერთად აქ იდგნენ პოლიტიკოსები და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთის არ ესმით.

რევოლუციას რომ ელოდებოდნენ 4 ოქტომბერს მაშინაც არ იყო ეს [ტექნიკის შეტანა] პრობლემა. ბევრი ხალხი შემოუშვეს, რომ შემდეგ ყველა ერთად დაეჭირათ? ეს იყო 4 ოქტომბრის ამბავი? დასტურდება, რომ პროვოკაციისთვის ჰქონდათ რაღაცები მომზადებული. სრულიად მშვიდობიანი აქცია მოდის, არავის არ გაუკეთებია განცხადება მათ შორის, მშვიდობიანი განცხადება, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოსო, მაგრამ ამ ვითარებაში ახლა ეს რატომ ხდება? შარშან ამ დროს თუ შეიძლებოდა ახლა რატომ არ შეიძლებოდა? შარშან ამ დროს 5 ამდენი ადამიანი იდგა და მაინც შეიტანეს ტექნიკა, წელს რა ხდება ასეთი? ყოველდღიურად უფრო უარესი იქნება მათთვის.

არანაირი შეხლა-შემოხლა არ მოხდება. საზოგადოებას მივმართავთ – რა გაიშლება და როგორ, ამას ვნახავთ“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს ვერ მისცემს უფლებას პარლამენტის ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ.

მისივე თქმით, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც 5 დღით ადრე უნდა შეეტანა.

banner
წინა სტატიაშიგოგა მემანიშვილი ,,ოპოზიციის ალიანსზე”: უფლებას ვერ მივცემთ, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ
შემდეგი სტატია„ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის