გვარამია: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“, არწივი არის მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის მთავარი ნაწილი არის ამოჭრილი და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკარტმა, ნიკა გვარამაიამ განაცხადა.

„რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა, მარტო ჩემს თავში კი არ გაცოცხლდა ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ ყველანი, განურჩევლად“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“შიმშილობა იყო ინსტრუმენტი, ბრძოლის ეს ფორმა თუ უკვე მიშას საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ვფიქრობ, მუშაობა უნდა დავიწყოთ მის გადახედვაზე,”
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს[ვიდეო]