გვარამია: არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ

არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აპირებს პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას, გვარამიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი გრავიტაციის ცენტრები, რომლისგანაც დისტანცირებას შეეცდებიან.

„არავისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის მოცემულობითაა ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, ვინ ვართ ჩვენ. არ არსებობს არანაირი გრავიტაციის ცენტრები, რომლისგანაც დისტანცირებას ვცდით, იმიტომ, რომ, გვგონია, ჩვენი ცენტრი იქნება მალე ყველაზე გრავიტაციული“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს. როგორც მათ პრეზენტაციაზე განაცხადეს, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი 4 იქნება.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: “დანებება არ არის მშვიდობა, პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს”
შემდეგი სტატიაჩერნიგოვში, ომის დანაშაულის ბრალდებით, 15 რუს სამხედროს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა