გვარამია – ადამიანი კვდება ციხეში და რა გასაკვირია, რომ ხალხს რაციონალური მსჯელობის უნარი დაუქვეითდეს

“შიმშილობის აქციას რომ დავუბრუნდეთ. არის ამ აქციაში სასოწარკვეთის ელემენტები – დიახ, ადამიანი კვდება ციხეში და რა გასაკვირია, რომ ხალხს რაციონალური მსჯელობის უნარი დაუქვეითდეს. ისე, ზოგჯერ, ემოციური ინტელექტი უფრო ეფექტური და ეფექტიანია, ესეც უნდა გვახსოვდეს. ე.წ. “ემოციური ინვალიდებს” სამხრეთული ტემპერამენტის საქართველოში არაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანისთვის არ მიუღწევიათ. ეს შიმშილობის აქტი, ენმ-ის სტილისტიკის და პარტიული ტემპერამენტისაა, კი ბატონო. მაგრა რატომ არაა ლელოს წონასწორობის და პროცედურული დემოკრატიის მომხრეთა რუტინული სისწორის ჩარჩოებში? სრულიად ცივილიზებულია, არავის უშლის ხელს, და, მთავარია, არაფერს, არც ერთ სხვა მიმდინარე პროცესს. და აძლიერებს და აახლოვებს წამების მსხვერპლის გათავისუფლებას, ანუ ლოკალურ ამოცანას. თავის მხრივ, ეს გააძლიერებს და მოაახლოვებს გლობალური ამოცანების განხორციელებას.

და სულ გვახსოვდეს, ენმ ლიდერების და მიმდევრების მარტო კეთილი ნება და ჰუმანიტარული მისია არაა მიშას გადარჩენა და ამისთვის ყევლაფრის გაკეთება, ეს მათი პოლიტიკური თვითშენარჩუნების (როგორც პერსონალურ, ასევე პარტიულ ჭრილში) და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხია. გავითვალისწინოთ ეს და არ ვიმსჯელოთ გვერდიდან, თუ რეალობის სწორი აღქმა და დანახვა გვინდა. შევეცადოთ, შევიგრძნოთ პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რომელიც ლიდერებს (განსაკუთრებით მელიას) აწევს და ის ემოციური სირთულე, რომელსაც მიშას ყოველი გულშემატკივარი დაატარებს უკვე რამდენი ხანია. შევიგრძნოთ, და იქნებ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს”, – წერს ნიკა გვარამია.

წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა